საზოგადოება
300-ლარიანი დახმარება 54 ათასმა მოქალაქემ უკვე მიიღო - გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, 300 - ლარიანი ერთჯერადი დახმარება 54 ათასმა მოქალაქემ მიიღო.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"დღეის მდგომარეობით უკვე მიღებულია 65 ათასზე მეტი განაცხადი, რომელიდანაც 54 ათასი განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია და რა თქმა უნდა ჩვენ ახალ წლამდე ყველა განაცხადს დავაკმაყოფილებთ", - თქვა გიორგი გახარიამ.

კომპენსაციები გაიცემა "იმ პირებზე, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება".

განაცხადების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მოქალაქეებს განაცხადის ატვირთვა რეგისტრაციის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.