საზოგადოება
რაც შეეხება კერძო სახლებს და ბინების გაქირავებას, ამის კონტროლი შეუძლებელია - ნათია თურნავა.
ამ ახალ წელს ნაკლები ზეიმი, ნაკლები ქეიფი და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ, კერძო სახლებში ჩვენ ვერ შევალთ, ეს არის უკვე თვითშეგნების ამბავი, - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვით, სამთო- სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა შეჩერებულია, თუმცა კოტეჯები და მცირე ზომის "გესთჰაუსები" მაინც ქირავდება,

ნათია თურნავას განმარტებით "სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაჩერებულია არამხოლოდ დიდი სასტუმროების, არამედ ნებისმიერი სასტუმროს საქმიანობა. გარდა ამისა, ჩვენ შევაჩერეთ საბაგიროების მუშაობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია - ის დამსვენებლები, ვინც სათხილამუროდ ადიოდა ამ კურორტებზე, ამ პერიოდში არ ავა. რაც შეეხება კერძო სახლებს და ბინების გაქირავებას, სახლში თუ ვინმე ავა ამის კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას ძალიან პასუხისმგებლიანად მოეკიდოს ამ პერიოდს, ეს არ არის ჩვეულებრივი ახალი წელი. ეს არის ძალიან მძიმე დაავადება, საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და ამ ახალ წელს ნაკლები ზეიმი, ნაკლები ქეიფი და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ, კერძო სახლებში ჩვენ ვერ შევალთ ეს არის უკვე თვითშეგნების ამბავი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.