საზოგადოება
პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის
მეათე მოწვევის პარლამენტის უხუცესი
წევრი "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული ბუბა კიკაბიძეა, თუმცა
ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით, პირველი სხდომის წაყვანა
"ქართული ოცნების" წარმომადგენელს, ლადო კახაძეს მოუწევს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის შემდეგ,
სხდომას სპიკერის არჩევამდე, პარლამენტის უხუცესი წევრი უძღვება.
იქამდე, ვიდრე სხდომას ლადო კახაძე ჩაიბარებს, საქართველოს
კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის
პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე
ზურაბიშვილი გახსნის და კახაძეს სიტყვა სწორედ პრეზიდენტის გამოსვლის
შემდეგ გადაეცემა.
მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს, 11 დეკემბერს იკრიბება.
პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან სამართალდამცავები უკვე
მობილიზებულები არიან.
ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებმაც პროტესტი უკვე
დაიწყეს.
გააზიარეთ :