საზოგადოება
2018 წელს შეძენილი ავტომობილების ნომრის ამომცნობი კამერები დასაწყობებულია - აუდიტის სამსახური
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად,
"საავტომობილო გზების დეპარტამენტის" მიერ 2018 წელს შეძენილი 2.5
მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი კამერები
დასაწყობებულია.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
ფინანსური ანგარიშგების შესახებ მომზადებულ აუდიტის ანგარიშშია
აღნიშნული, "საავტომობილო გზების დეპარტამენტმა" 800 ცალი
ვიდეოსამეთვალყურეო კამერა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის
გადასაცემად შეიძინა, თუმცა გადაცემა დღემდე არ მომხდარა და კამერები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობშია დასაწყობებული.
"საავტომობილო გზების დეპარტამენტის" "ძირითადი აქტივების" მუხლში
აღრიცხულია 2,496,000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალების
სახელმწიფო ნომრის ამომცნობი 800 ცალი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა
(თანმდევი მოწყობილობებით), რომლებიც 2018 წელს იქნა შეძენილი შინაგან
საქმეთა სამინისტროსთვის გადასაცემად. გადაცემა დღემდე არ
განხორციელებულა, თუმცა კამერები დასაწყობებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს საწყობში და "საავტომობილო გზების დეპარტამენტი" არ
იყენებს და ვერ აკონტროლებს მათ. შესაბამისად, აღნიშნული ძირითადი
საშუალებები ვერ აკმაყოფილებენ აქტივად აღიარების კრიტერიუმებს", -
აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
გააზიარეთ :