საზოგადოება
არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას დღეს ხალხში საკმარისი ნდობა არ აქვს - მეუფე იაკობი
ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებას და გარდაცვლილთა რიცხვის მატებას არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ 31 ოქტომბრის კენჭისყრა არ უნდა ჩატარებულიყო,
პოლიტიკური გზავნილები ბოდბელმა ეპისკოპოსმა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით დასრულებული წირვის შემდეგ, სოფელ ხირსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქადაგებისას გააკეთა.

მეუფე ამბობს, რომ ერთპარტიულ პარლამენტს საკმარისი ნდობა არ ექნება, მისივე თქმით, ის ოპოზიციას არც შესვლისკენ მოუწოდებს და არც არშესვლისკენ, თუმცა შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს.

,,რა ხდება მერე? ნაწილი ამბობს, რომ შედის, ნაწილი ამბობს რომ არ შედის. მე საერთოდ არ მაინტერესებს ვინ შედის და ვინ არა - მე მაინტერესებს ერთი რაღაცა - რისთვის აგირჩიეთ, ერთმანეთში რომ გააგრძელოთ ეგ ბრძოლა უაზროდ?... მართლაც რომ გადადებულიყო რა იქნებოდა ხო? რომ ჩავატარეთ რა მივიღეთ? მოდით მარტივად შევხედოთ, შევიდა 90კაცი და სხვა არავინ- რა პარლამენტი იქნება და გინდა აირჩიონ მინისტრები, ხომ იცით რომ ისეთი ნდობა არ ექნებათ?...
ამოდენა ბერკეტები, რო გაქ და თბილისში ერთ რაიონსაც ვერ იგებ, ეს ჩემთვის ბევრის მანიშნებელია და თვითონაც ხვდებიან მაგას
" - ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი.

მეუფე იაკობმა შიდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, გარე საფრთხეებზე, ისევ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა:

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.