მომდევნო წელ საჯარო სექტორში დასაქმებულების ანაზღაურებისათვის 60 მილიონით მეტია გათვალისწინებული
2021 წელს საჯარო სექტორში
მომუშავეთა შრომის ანაზღაურების საერთო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით
იზრდება.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის თანახმად, მომდევნო წელს
საჯარო სექტორში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებისთვის 1,614,671.1
ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც 60 მილიონი ლარით მეტია 2020 წლის
დამტკიცებული გეგმის მაჩვენებელზე, რომელიც 1,554,287.8 ათას ლარს
შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გათვალისწინებულია საჯარო სექტორში
დასაქმებულების რაოდენობის ზრდა. კერძოდ 2021 წელს საჯარო სექტორში
112 570 დასაქმებული იქნება და შედეგად, აღნიშნული მაჩვენებელი 2020
წლის გეგმასთან (112 214) შედარებით 356-ით იზრდება.