საზოგადოება
დაწესებულებები, რომლებზეც შეზღუდვები არ ვრცლდება
საქართველოში არსებული
ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის
ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ
ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების
გადაწყვეტილება მიიღო.
რომელ ობიექტებს არ შეეხება შეზღუდვები და ამ პერიოდის
განმავლობაში შეზღუდვების გარეშე, ვინ იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში:
• აგრარული ბაზრობები და ბაზრები;
• სურსათის მაღაზიები;
• აფთიაქები;
• ბანკები და საფინანსო დაწესებულებები;
• ზოომაღაზიები;
• ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისები;
• საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის საშუალების მაღაზიები;
• სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები;
• ყველა სახის სამრეწველო წარმოებები;
• მშენებლობები,
• ყველა სახის სისტემური ორგანიზაციები, როგორიცაა წყლის დენის, გაზის
მომარაგება;
• სამედიცინო სექტორი სრულად აგრძელებს მუშაობას;
• საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისები;
• პრესის ჯიხურები;
• დელივერისა და გატანის სერვისის კომპანიები.
გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო
საბჭომ უკვე მიიღო.
შეზღუდვები 2 თვეს - 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.
გააზიარეთ :