საზოგადოება
3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება
ქვეყნის მასშტაბით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება, ეს არის ის კომპრომისი, რომელიც მინიმალურ შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ ორი თვის განმავლობაში მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური შედეგი უნდა მოგვცეს, ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.

"28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ჩვენ გავქვს წერტილოვანი შეზღუდვების მაქსიმალური რაოდენობა. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლის ჩვენს მოქალაქეებს - კათოლიკეებს, მართლმადიდებლებს, ყველას ერთად ვაძლევთ შესაძლებლობას, ერთად ვიზეიმოთ ახალი წელი და რელიგიური დღესასწაულები. შემდგომ ისევ ვუბრუნდებით შეზღუდვებს 3-დან 16 იანვრამდე. ქვეყნის მასშტაბით 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მოგვეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კიდევ ერთი ბლოკი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ რაოდენობას მივცეთ შესაძლებლობა, საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ, იმისთვის, რომ მათი მობილობა ჩაკეტილ დღეებში არ იყოს და გადაადგილება დაგეგმონ ორ კვირაზე ცოტა მეტი დროით",- განაცხადა გახარიამ.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.