საზოგადოება
პატრიარქი - ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი
გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანია და კეთილია. ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი,
ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას ბრძანა.

ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული, სხვა ადამიანებისთვის, ამ შემთხვევაში ადამიანი ბედნიერია. აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას
"გილოცავთ ამ დღეს, მარიამობას. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი თვისება და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს, ბოროტებას მოაქვს დიდი ნაკლი ადამიანისათვის. სიონი და თბილისელები არიან, როგორც დედა-შვილნი. თბილისი არის შვილი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სიონისა. უნდა ითქვას, რომ თბილისი და სიონი თანატოლები არიან. არ უნდა გაგიტყდეს გული, როცა ნახავ რაღაც უსამართლობას. ქართველი ადამიანი მოწყალეა. დღეს, ჩვენ ვფიქრობთ, რა არის მომავალი ჩვენი სამშობლოსი. ჩვენ გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანია და კეთილია. ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ნუ შეგეშინდებათ, როცა ხედავთ გაჭირვებას, ხალხისას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი რამ, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის. ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვა ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში ადამიანი ბედნიერია. იყავით ბედნიერი, იყავით გახარებული , სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ ყოველთ", - ბრძანა პატრიარქმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.