ახალი ამბები
ბორჯომში წყალმომარაგება სავარაუდოდ ერთ საათში აღდგება
ბორჯომში მოსახლეობას დღეს, 2
აგვისტოს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
წყალმომარაგების კომპანიაში
Borjomi.tv-ს განუცხადეს,
რომ წყალმომარაგება დაახლოებით ერთ
საათში აღდგება.
"გუშინდელი ძალიან დიდი წნევების გამო, აიმღვრა ბორჯომის
სათავეებში შემავალი რამდენიმე წყარო, შეიტანა ტალახი. შესაბამისად,
იძულებული გავხდით, რომ დაგვეკეტა. ახლა უკვე ღიაა სისტემები და
მაქსიმუმ საათნახევარში გაიფილტრება. მიწოდება უკვე აღდგენილია,
უბრალოდ, სისტემის გაფილტვრას სჭირდება გარკვეული დრო"
- განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის
ხელმძღვანელმა გიორგი გრიგალაშვილმა.
გააზიარეთ :