ახალი ამბები
სოფელ დგვარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოიშალა
სოფელ დგვარში საცხოვრებელი სახლის
კედელი ჩამოიშალა და საფრთხე მეზობელს შეუქმნა. ჩამოშლილი ლოდები და
ფანჯარა მიმდებარედ მცხოვრები ოჯახის ბაღში ჩავარდა.
შემთხვევის ადგილზე არავინ
დაშავებულა. მეზობელი Borjomi.tv-თან საუბრისას განმარტავს,
რომ საცხოვრებელი სახლი მოძველებული იყო, ადგილზე არავინ ცხოვრობდა და
ნელ-ნელა იშლებოდა. მარიკა როდინა შიშობს, რომ სახლი შესაძლოა
მთლიანად ჩამოიშალოს და ის და მისი შვილი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.
"კიტრს ვკრეფდი, რომ ლოდები და ფანჯარა ჩამოვარდა ჩვენს
ბაღში. ბავშვი ბეწვზე გადამირჩა. ძალიან მეშინია, იმ სახლში აღარავინ
ცხოვრობს, გადასულები არიან ბორჯომში. წეღან კი იყვნენ მოსულები,
მაგრამ მაღლა ვეღარ ავიდნენ, შეეშინდათ არ ჩამოიშალოსო. მეც ძალიან
ვნერვიულობ, რამე რომ მოხდეს და სახლი მთლიანად ჩამოიშალოს, რა ვქნა
ბავშვთან ერთად. წეღან კიდევ პატარა ქვა ჩამოვარდა და ბავშვს ისე
შეეშინდა, რომ ატირდა. ჩვენი სოფლის რწმუნებულს და დეპუტატს
დავუკავშირდი, ვნახოთ რას იზამენ, ჯერ არავინ მოსულა და საღამომდე
კიდევ რა იქნება ღმერთმა იცის" - ამბობს სოფელ დგვარში
მცხოვრები მარიკა როდინა.
შეგახსენებთ, სოფელი დგვარი მეწყერსაშიში ზონაა. აქ
სახლებზე ბზარების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს. დგვარელები
ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ არიან.
ამავე თემაზე: მცოცავი მიწით ჩამოშლილი
ყოფა
მეწყერულ
ზონაში არსებული სოფელი დგვარი, ცხოვრება მუდმივ შიშში და
ხელისუფლების პასუხი დგვარელებს
გააზიარეთ :