იმუშავე დისტანციურად საქართველოდან
„ექვსი შესანიშნავი და ხელმისაწვდომი
ადგილი, საიდანაც მთელ მსოფლიოში დისტანციურად მუშაობას შეძლებთ“, –
ამ სათაურით (New York Post) სტატიას აქვეყნებს და ექვს
ქვეყანას ასახელებს, სადაც პოსტკოვიდურ პერიოდში უცხოელებს დისტანციურ
მუშაობას სთავაზობენ.
საქართველოსთან ერთად გამოცემის
ჩამონათვალში გერმანია, ესტონეთი, ჩილე, ბარბადოსი და კოსტა-რიკა
შედიან.
სტატიის ქართულ თარგმანს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ავრცელებს.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო საცხოვრებლად
დაბალი ფასებით გამოირჩევა, ეს ქვეყანა კერძების სამოთხეა, საქართველო
მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით
მეექვსე პოზიციას იკავებს“, – წერს სტატიის ავტორი და მკითხველს
თბილისის ისტორიულ უბნებში უძრავი ქონების ყიდვისა და დაქირავების
ფასების შესახებ ინფორმაციასაც აწვდის.
საქართველოს მთავრობა ახალი პროექტის ფარგლებში დისტანციურად მუშაობის
მსურველ საერთაშორისო ვიზიტორებს ქვეყანაში ექვს თვეზე მეტი ხნით
ცხოვრების უფლებას სთავაზობს.