საზოგადოება
რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის 30-ზე მეტი რესტორანი დაჯარიმდა
კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შეუსრულებლობისთვის ამ დროისთვის 30-ზე მეტი რესტორანი და 10-მდე ღამის კლუბი დაჯარიმდა.ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს.
უკვე დაიწყო ბაზრებისა და ბაზრობების შემოწმება ქუთაისსა და ბათუმში. თბილისში ბაზრების და ბაზრობების შემოწმების შედეგად ჯამში 18 ბიზნესსუბიექტი დაჯარიმდა.
„შემოწმდა როგორც ბაზრობები, ასევე ბაზრობაზე მომუშავე ინდივიდუალური მეწარმეები. 10 000 ლარით დაჯარიმდა შპს-ები, ინდივიდუალური მეწარმეები კი 2 000 ლარით ჯარიმდებიან, თბილისის მასშტაბით ჯამში სულ 18 ბიზნესსუბიექტი დაჯარიმდა. რაც შეეხება რეგიონებს, შემოწმება დღეიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ქუთაისსა და ბათუმში, შემდეგ ეტაპობრივად მოვიცავთ მთელ საქართველოს.
30-ზე მეტი რესტორანია დაჯარიმებული.“ -აღნიშნა ბექა ფერაძემ.
მისივე განმარტებით, ბაზრობების ინსპექტირებამდე პირველ ეტაპზე ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება ხდება აუცილებლად დასაცავი მოთხოვნების შესახებ, ამის შემდეგ კი ხდება ინსპექტირება და რეკომენდაციების შეუსრულებლობის შეთხვევაში - დაჯარიმება.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.