ბორჯომის მერიამ ეპარქიას ბოლო ოთხ წელიწადში 760 000 ლარამდე თანხა გადაურიცხა
ინფორმაციას "აი ფაქტი" ავრცელებს.
მათ მიერ გამოთხოვნილი ინფორმაციის თანახმად, 2016–დან 2020 წლის
ჩათვლით, მერიამ ყველაზე მეტი თანხა ბრჯომის ეპარქიას 2019 წელს, 218
000 ლარი გადაურიცხა.
ოთხი წლის მონაცემები ასეთია:
2016 წელი – 170 000 ლარი;
2017 წელი – 130 000 ლარი;
2018 წელი – 159 140 ლარი;
2019 წელი – 218 000 ლარი'
2020 წელი – 82 500 ლარი (მაისის ჩათვლით);
ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტი ეპარქიას თანხას
ყოველწლიურად ურიცხავს, ისინი კი თავად განკარგავენ და ამაში მერია არ
მონაწილეობს. ეპარქიაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.