საზოგადოება
დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, - სალომე ზურაბიშვილი
დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემს მიმართ, - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მინდა გითხრათ ერთი რამ, დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემ მიმართ. თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა. მცდელობა, მე გამასაღოთ პრომოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, რომ არ იყოს სატირალი. მე არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე ძალადობა კარგია, არ მითქვამს ჩხუბი, ვთქვი რომ ერთი-ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი, საუბარი, სიყვარული, ალბათ, არ იცით. არ მითქვამს არც ჩხუბი, არც გარჩევა. მე ვთქვი, რომ ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, ჯგუფურ ძალადობაში. ვაჟკაცობა აღიარებაში და მონანიებაშია"-განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა " მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის მიუღებელი, არაქართული - კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა აღიარება და მონანიება.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.