საზოგადოება
ბაკურიანში სამთო-სათხილამურო კურორტების ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგა იმუშავებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონს 10 ივლისს გახსნის. ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში (დიდველზე) ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს.
„მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამ მიმართულებით ბაკურიანში (დიდველზე) მოწყობილია 6000 მეტრიანი საერთაშორისო დონის ველობილიკი. ველობილიკი ფუნქციონირებს გუდაურშიც, რომლის სიგრძე 5000 მეტრია. ბილიკები გათვლილია, როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული ველომრბოლელებისთვის. დამსვენებლებისათვის, ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგა იმუშავებს. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის შექმნილია ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, შესაბამისად, მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მთის კურორტების შესახებ, როგორც ზამთარში ასევე ზაფხულში.

საქართველოს მთის კურორტებზე, ვიზიტორებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ შექმნა შესაბამისი რეგულაციები, რომელიც მოიცავს: საბაგიროების დღის ბოლოს სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას, გონდოლაში (დახურული საბაგირო) 4 ადამიანის შეშვებას ჭადრაკისებური პრინციპით და მხოლოდ პირბადით. რაც შეეხება ღია სავარძლის ტიპის საბაგიროებს - 6 ადგილიან საბაგიროზე დაიშვება 3 ადამიანი , 4 ადგილიან საბაგიროზე კი 2 ადამიანი, ოჯახის შემთხვევაში, პლუს ბავშვი. მომხმარებლები ვალდებულები არიან დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია, სალაროსთან ანგარიშსწორების შემდეგ ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით, საბაგიროში შესვლამდე კი გაიარონ თერმო სკრინინგი,”-აღნიშნულია „მთის კურორტების განვითარების კომპანიის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.