საზოგადოება
თუ საზღვრის უპირობოდ გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედება - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე
ტიკარაძის განცხადებით, თუ 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობოდ გახსნის
შემდეგ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, დღეს მიღებული გადაწყვეტილება
გადაიხედება.
"ჩვენ ყოველ კვირას დავაკვირდებით იმ მდგომარეობას, თუ რა შედეგები
იქნება მიღებული და ევროკავშირის ქვეყნებთან განხილული იქნება
თავიდან, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. აქედან გამომდინარე იქნება
შეტანილი ცვლილებებიც იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს არის
მიღებული", - განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.
მინისტრმა იმაზეც ისაუბრა, რა შემთხვევაში შეიძლება გამკაცრდეს
რეგულაციები.
"ჩვენ გვაქვს გარკეული შუქნიშანი, სადაც არის მოცემული სამი
კომპონენტი: ქვეყანაში საწოლების რაოდენობა და მათი დატვირთვა,
ინფექციის გავრცელების კოეფიტიენტი და ასევე ბოლო ორი კვირის მანძილზე
დაფიქსირებული გავრცელება ქვეყანაში. ვაკვირდებით ამ შუქნიშანს და იმ
შემთხვევაში, თუ მდგომარეობა მძიმდება, ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს,
რომ შევზღუდოთ გარკვეული ფრენები და ასევე შიდა რეგულაციებიც
გავამკაცროთ", - აღნიშნა მინისტრმა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5
სახელმწიფოს კერძოდ, გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და
ესტონეთს საზღვარს უპირობოდ უხსნის.
ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლის რეჟიმში -
ეკატერინე ტიკარაძე
სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს და ოჯახის ექიმებს
ხელფასი მოემატებათ
ეკატერინე ტიკარაძე - სასწავლო პროცესმა შეიძლება
გადაიწიოს
გააზიარეთ :