საზოგადოება
„ სამწუხაროდ, მედია გარემო და მედია სივრცე უაღრესად ტოქსიკური გახდა,”- გიორგი გახარია
კოვიდთან დაკავშირებით, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ მთავრობას კრიზისი თავის ინტერესებში გამოეყენებინა, ჩვენ ყველაფერს ღიად ვაკეთებდით. მძიმეც რომ ყოფილიყო სიმართლე, მოქალაქეს ვუყვებოდით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის საშუალება აბსოლუტური გახსნილობაა.
„სანამ აქტიური საარჩევნო პროცესი დაიწყება, სამწუხაროდ, მედია გარემო და მედია სივრცე უაღრესად ტოქსიკური გახდა, სადაც სქემა შემდეგნაირად მუშაობს: პირველი - ტყუილი, „ფეიკ ნიუსი“. შემდგომ, ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა და უკვე შემდგომ, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება.
საბედნიეროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული, სიცოცხლის ხანგრძლივობა ასეთ „ფეიკ ნიუს“ პროპაგანდას, ძალიან მოკლე აქვს. ხშირ შემთხვევაში, ესაა ერთი დღეს, ზოგ შემთხვევაში რამოდენიმე დღე. ამის წინააღმდეგ ჩვენი ტაქტიკაა, აბსოლუტური გახსნილობა. იგივე კოვიდთან დაკავშირებით, არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ მთავრობას კრიზისი თავის ინტერესებში გამოეყენებინა, ჩვენ ყველაფერს ღიად ვაკეთებდით. მძიმეც რომ ყოფილიყო სიმართლე, მოქალაქეს ამ სიმართლეს ვუყვებოდით,“-აღნიშნა პრემიერმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.