1-ელი ივლისიდან ევროკავშირი საქართველოსთან საზღვარს გახსნის
ევროკავშირი აპირებს, 1-ელი
ივლისიდან გარე საზღვრები 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნას,
რომელთა შორის საქართველოც არის
- ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ლე
მონდი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, დისკუსია ძალიან ხანგრძლივი იყო, თუმცა
ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER), რომელიც
წევრი ქვეყნების ელჩებს აერთიანებს, 26 ივნისის საღამოს შეთანხმებას
მიაღწია 1-ელი ივლისიდან 14 სახელმწიფოსთვის გარე საზღვრების გახსნის
თაობაზე.
14 ქვეყნის ჩამონათვალი, რომლებიც ევროკავშირში 1-ელი ივლისიდან
კარანტინის გავლის გარეშე შევლენ ასე გამოიყურება: ავსტრალია, კანადა,
სამხრეთ კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ურუგვაი,
ალჟირი, მაროკო, ტუნისი, საქართველო, მონტენეგრო და სერბეთი.
„ლე მონდის“ ინფორმაციით, სია შესაძლოა, ჩინეთიც დაემატოს, თუმცა
მხოლოდ ერთი პირობით - თუ თავადაც დაუშვებს ევროკავშირის
მოქალაქეებს.
სტატიის თანახმად, ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ შემდგომი
გადამოწმების მიზნით გადაწყვეტილების გადადება მოითხოვა, რაც იმას
ნიშნავს, რომ ის შეიძლება შეიცვალოს.