496 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა, ან უკვე არსებული ფართი დაუკანონდება
მთავრობის გადაწყვეტილებით,
ჯანდაცვის სამინისტრო 496 დევნილ ოჯახს ახალ ფართს ან ახალ ბინას
გადასცემს ან დაუკანონებს უკვე არსებულს. ამის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე
განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
"ეს არის გაგრძელება დევნილებზე ზრუნვის მიმართულებით. წლის ბოლომდე
მსგავსი დადგენილებები კიდევ ბევრი გვექნება და ეს შეეხება დაახლოებით
500 დევნილს მთელი ქვეყნის მასშტაბით," - განაცხადა
გახარიამ