დახურულ საჯარო სივრცეში, პირბადეების ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება
დახურულ საჯარო სივრცეში,
საზოგადოების თავშეყრისას პირბადეების ტარების წესის დარღვევისთვის
ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. ხოლო იურიდიულ პირს 500 ლარით
დააჯარიმებენ იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ უზრუნველყოფს, რომ შენობაში
ფიზიკური პირი პირბადის გარეშე არ შევიდეს.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა
განაცხადა, კანონპროექტს პარლამენტში მომდევნო კვირას დაჩქარებული
წესით განიხილავენ და ამავე კვირას მიიღებენ.
"ჩვენი ამოცანაა, რომ პრევენციაზე დაფუძნებით უზრუნველვყოთ ჩვენი
საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. სწორედ ამ მიზანს
ემსახურება ჩვენს მიერ შემუშავებული კანონოპროპექტი, რომელიც უკვე
ინიცირებულია და რომლის განხილვაც დაიწყება მომდევნო კვირაში
დაჩქარებული წესით. რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს არის პირბადეების ტარების სავალდებულო
წესი.
პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში
თავშეყრისას, თუ ფიზიკური პირი არ დაიცავს ამ წესს, ამ შემთხვევაში
გათავლისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმა 50 ლარის
ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი არ უზრუნველყოფს იმას,
რომ ფიზიკური პირი მხოლოდ პირბადით შევიდეს და შესაბამისად, ვერ
უზრუნველყოფს კონტროლს, გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის
ოდენობით", - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ღია სივრცეში პასუხისმგებლობა დადგენილი არ არის,
შესაბამისად, ღია სივრცეებში პირბადის წესის დარღევისთვის მოქალაქეები
არ დაჯარიმდებიან.