„საქსტატი“ - ქვეყნის მოსახლეობის 19,5% სიღარიბის ზღვარს ქვევით იმყოფება
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა
2019 წლის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
განახლებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ. სოფლად მოსახლეობის 23,7%
ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვევით, ქალაქში კი ეს მაჩვენებელი
16,4%-ია.
გასული წლის მდგომარეობით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ქვეყნის
მოსახლეობის 19,5% იმყოფება
აღსანიშნავია, რომ სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი 2019 წელს 2018
წელთან შედარებით 0,6%-ით არის შემცირებული.
აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ
მიუწვდება ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე.