საზოგადოება
სილამაზის სალონებმა მუშაობა განაახლეს
დღეიდან საქართველოში სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა, მათ მუშაობა სპეიცალური რეკომენდაციების და გაიდლაინების გათვალისწინებით მოუწევთ.
შესაბამისი გადაწყვეტილება 14 მაისს გამართულ მთავრობის სხდომა იქნა მიღებული.
კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ძირითად რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებელთა მოცდა. ამავე რეკომენდაციების თანახმად, საერთო სივრცეში 5 კვ.მ-ზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მომხმარებელი და ეს ფართი ასევე მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს. ასევე, თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია. ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, სივრცეების იზოლაციისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების გამოყენება (მოძრავი კედლები/შირმა და ა.შ.), რომელიც ექვემდებარება რეცხვა-დეზინფექციას.

სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, უნდა განახორციელონ დასაქმებულების/ვიზოტორების ყოველდღიური თერმოსკრინინგი ობიექტზე შესვლის წინ; ასევე, შესასვლელებში უნდა განათავსონ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებული ნიშნის მითითებით. იმ შემთხევაში, როდესაც პროცედურა ითვალისწინებს მოცდის პერიოდს, განისაზღვროს კონკრეტული ადგილი მომხმარებლის განსათავსებლად, რომელიც დაშორებული იქნება არანაკლებ 2 მეტრის დისტანციით სხვა პირებისგან; ანგარიშსწორებისას უპირატესობა უნდა მიანიჭონ ბარათით გადახდას.

გარდა ამისა, რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ რიგის თავიდან ასაცილებლად, მომხმარებელი მომსახურების მისაღებად დათქმულ დროსა და ადგილზე უნდა გამოცხადდეს. ასევე მას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალები. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება; მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა, დაიცვას ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესები და პრევენციული ნორმები.
იმ შემთხვევაში, როდესაც სასალონე მომსახურება ითვალისწინებს სახის, ხელის ან/და ფეხის პროცედურას, ხდება მხოლოდ ჩარევის ზონის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალების მოხსნა (მაგ. სახის პროცედურების დროს მოიხსნას ნიღაბი). პროცედურის ჩატარების დროს დაცული უნდა იყოს მომხმარებლებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია, ხოლო მომსახურების გამწევი პირი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
რეკომენდაციების თანახმად, დამსაქმებლის ვალდებულებებში შედის COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებების განთავსება, ასევე ხელის ანტისეპტიკური საშუალებების განთავსება დაწესებულებაში. მან ასევე უნდა უზრუნველყოს დასაქმებულები და ვიზიტორები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით, ერთჯერადი ხელსახოცებით - ნიღბებით, სათვალით, დამცავი ტანსაცმლით და სხვ.

რეკომენდაციების თანახმად, ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულები, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია კონტაქტი სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება. იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია სისხლისა და ბიოლოგიური სითხეების გაფრქვევა, დამცავი ტანსაცმელისა და სათვალის გამოყენება. ნიღბებით ნებისმიერი პროცედურების დროს. ნიღბების შეცვლა უნდა განხორციელდეს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ოთხ საათში ერთხელ. სამუშაო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის დეზინფექცია-სტერილიზაციის გარდა, დამსაქმებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს სამუშაო სივრცისა და სათავსების ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაცია. ასევე, უზრუნველყოს გამოყენებული თეთრეულის ცვლისა და რეცხვის მართებული რეჟიმის დაცვა. სამუშაო ადგილებზე განათავსოს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყოს მათი სწორად მოხმარების პრაქტიკა (პერსონალის ინფორმირება/ტრენირება).
ამასთან, მომსახურებისთვის ანგარიშსწორების მაგიდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალე ბარიერით, უკიდურეს შემთხვევაში დასაქმებული სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად უნდა აღიჭურვოს დამცავი ფარით.

ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უნდა მოხდეს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. ასევე, აუცილებელია ნარჩენების დროული გატანა. 

შეძლებენ თუ არა მუშაობის განახლებას სილამაზის სალონები ბორჯომში
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.