მცირემიწიანი სოფლები ბორჯომიდან - მიიღებენ თუ არა ფერმერები სახელმწიფოს დახმარებას
17:13 / 13.05.2020
ბორჯომის მუნიციპალიტეტში შემავალი
სოფლების უმრავლესობა მცირემიწიანობით გამოირჩევა. ადგილობრივების
გარკვეულ კატეგორიას 1 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი აქვს, უმეტესობას კი
შედარებით ნაკლები.
ფერმერებმა არ იციან, შეეხებათ თუ არა მათ სახელმწიფოს დახმარება,
რომელიც ფულად თანხას და საწვავის შეღავათიან ფასში შეძენას
გულისხმობს.
დახმარების მიზნით, სოფლის მეურნების სამინისტროს ქვედანაყოფებს 20
მაისიდან უნდა მიმართონ, თუმცა ადგილობრივ შესაბამის სამსახურს ამ
დრომდე დეტალური ინფორმაცია არ აქვს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 6000 მცირე და 400 მსხვილი
ფერმერია რეგისტრირებული, თუმცა ვინ მიიღებს სახელმწიფოს დახმარებას
და ვინ არა, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.