„ფეისბუქმა“ Espersona-სთან დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები წაშალა
კომპანია Facebook 2020 წლის აპრილის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც
საუბარია არაავთენტური ქმედებების გამო წაშლილი სოციალური ქსელების
ანგარიშებისა და გვერდების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშში რუსეთთან, ირანთან, აშშ-თან,
მავრიტანიასა და მიანმართან ერთად, საქართველოც არის ნახსენები.
უფრო კონკრეტულად კი, Facebook-მა ონლაინ გამოცემა Espersona-სთან
დაკავშირებული 511 Facebook გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და
Instagram-ის 56 ანგარიში წაშალა.
ამ დროისათვის, გამოცემის თითოეული ანგარიში თუ გვერდი
დაბლოკილია.
Facebook-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ გარკვეული ჯგუფები აღნიშნულ
მედია პლატფორმას იყენებდნენ საზოგადოების ფართო მასებამდე
ინფორმაციის გასავარცელებლად და ამისთვის იყენებდნენ ყალბ
ანგარიშებს.
ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად ჩანდა, რომ ჯგუფები ნაყიდი იყო და მათ
სახელი ჰქონდათ შეცვლილი. ამასთანავე ანგარიშების ნაწილი ჰგავდა
ადამიანების ანგარიშებს, რისთვისაც გამოყენებული იყო კონკრეტული
პირების ფოტოსურათები, რათა ისინი Facebook-ს არ დაებლოკა.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გვერდების მოდერატორები სისტემატურად
პოსტავდნენ ადგილოვრივი პოლიტიკური სიახლეებისა თუ არჩევნების
შესახებ. ბოლო პერიოდში კი მოცემული ანგარიშები განსაკუთრებით ხირად
წერდნენ კორონავირუსის შესახებ. Facebook-მა ამ ახალი ამბების ნაწილი
წაშალა, რადგან ისინი შეიცავდნენ დეზინფორმაციას და
ეწინააღმდეგებონდნენ კომპანიის შინაგანაწესს.