მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 3 მილიონ 500 ათასს
გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, რომელიც worldometers-ზეა
გამოქვეყნებული, მათი რაოდენობა 3 მილიონ 526 ათასს აღწევს.
ამავე მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 247 ათასს შეადგენს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1 მილიონ 143 ათასია.
- დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობით
აშშ პირველ ადგილზეა, სადაც, ბოლო 24 საათის მონაცემებით, 524
ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანად მათი რიცხვი 67 968 ადამიანს
შეადგენს;
- მეორე ადგილზე ესპანეთია, სადაც ბოლო დღე-ღამის მანძილზე
გარდაცვალების 164 ფაქტი დაფიქსირდა და მათი საერთო რაოდენობა 25
264-ს აღწევს;
- მესამეზე კი იტალია 174 გარდაცვლილით, სადაც მთლიანობაში 28 884
ადამიანია გარდაცვლილი.