რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების
რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ქვეყნის 85 რეგიონში დაავადების კიდევ 10
633 შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში დადასტურებულ პაციენტთა
რიცხვმა 134 687-ს მიაღწია.
ამასთან, რუსეთში ბოლო 24 საათის მანძილზე 58 ადამიანი დაიღუპა და
გარდაცვლილთა რიცხვი საერთო ჯამში 1,280-ს შეადგენს.
გასულ 24 საათში რუსეთში კიდევ 1 626 ადამიანი გაეწერა
საავადმყოფოებიდან. ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსისგან
ქვეყანაში 16,600-ზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.