221 პაციენტი გამოჯანმრთელდა - კორონავირუსის სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ
გაიზარდა და ამ დროისთვის 221 ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მათი რაოდენობა 24 საათში 7-ით
გაიზარდა და 589 გახდა.კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 528 პირი. 9 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.