ახალი ამბები
„ერისკაცებს შორის მოხდა ჩხუბი "- ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი
ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრის, მეუფე იობის განცხადებით, დაპირისპირება არა მონასტრის სასულიერო პირებს, არამედ ერისკაცებს შორის მოხდა. როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, მონასტერში ადგილი მხოლოდ შელაპარაკებას ჰქონდა, დაპირისპირება კი მონასტრის და ეპარქიის ტერიტორიის არეალს სცდება.

„ერისკაცებს შორის მოხდა ჩხუბი და ამას მოჰყვა მერე ყველაფერი. ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს, დამემოწმებით. სასულიერო პირები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან. მამა დავითიც ალბათ, იტყვის, როცა გამოვა“ - განაცხადა მეუფე იობმა.

ის ასევე ეხმიანება მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს, რომ „გარყვნილი ცხოვრების წესით ცხოვრობენ სასულიერო პირები“.

„ეგეთი ადამიანები მე გაყრილი მყავს ეპარქიიდან, გაშვებული მყავს მსგავსი ადამიანები,“ - აცხადებს მეუფე იობი.

შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, სასულიერო პირი დააკავეს. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. მამა დავითს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.