ახალი ამბები
საქართველომ გერმანიიდან რამდენიმე ათასი ტესტი მიიღო
"საქართველომ გერმანიიდან რამდენიმე ათასი ტესტი მიიღო" - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ლუგარის ცენტრში ჟურნალისტებთან განაცხადა. გაწეული დახმარებისთვის ამირან გამყრელიძე გერმანიას მადლობას უხდის.

„ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის დახმარება. შემთხვევით ვსარგებლობ და გერმანიის მთავრობას, გერმანიის საელჩოს, პირადად ელჩს, სამხედრო ატაშეს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. იცით, რომ 2013 წლიდან ძალიან ნაყოფიერი თანამშროლობა გვაქვს ბუნდესვერის მიკრობიოლოგის ინსტიტუტთან, რომელიც მიუნჰენშია განთავსებული, ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უზარამაზარი ინსტიტუტია. მათთან ერთად რამდენიმე დიდ პროექტს ვახორციელებთ, კორონავირუსული პანდემიის დასაწყისში, უკვე თებერვლის პირველივე რიცხვებში, როცა ჯერ კიდევ მზა ე.წ. PCR ტესტები არ არსებობდა, მათ პრაიმერები მოგვაწოდეს, რომლითაც სხვადასხვა ნაკრებების შედგენა ხდება ადგილზე და ჩვენთან თებერვლის დასაწყისიდან ხელმისაწვდომი იყო კორონავირუსულ ინფექციაზე ადამიანების ტესტირება. ამის შემდეგ სამჯერ განხორციელდა გერმანიის დახმარება და დღევანდელი დახმარება სწორედ ისევ პრაიმერებია და ასევე, ახალი ტესტსისტემები, ე.წ. სეროლოგიური, მარტივად რომ აგიხსნათ, ეს გახლავთ სწრაფი ტესტების უფრო ზუსტი ანალოგი, რომელიც ლაბორატორიულ პირობებში იქმნება და არა ვთქვათ, საველე პირობებში. ამ ტესტსისტემებს შესაბამისი დანიშნულებისამებრ გამოვიყენებთ. საერთოდ, გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობა ათეულ წლებს და უფრო მეტ, ასეულ წლებსაც ითვლის. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ცენტრი 2013 წლიდან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს მიკრობილოგიის ინსტიტუტთან, ასევე გუშინწინ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ტელეკომფერენცია მის დირექტორთან, მთელი რიგი საკითხები გავიარეთ - გერმანიაში გამოცდილება კოვიდინფექციასთან ბრძოლის, მთელი რიგი დეტალები დავაზუსტეთ, ასევე გავუზიარეთ, ჩვენ როგორ და რას ვაკეთებთ. მადლობელი ვარ, რომ ყველა ამ ურთიერთობას მხარდაჭერას უწევს საქართველოში გერმანიის საელჩო და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, მის მოადგილეს, ალექსანდრე ღვთისიაშვილს და მთელ გუნდს, ასევე ჩვენს საკონსულოს მიუნჰენში. ასეთი სწრაფი პარტნიორული თანამშრომლობით საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, გერმანიის საელჩო, გერმანიის მთავრობა დაავადებათა კონტროლის ცენტრს სერიოზულ დახმარებას უწევს. კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადოთ“
- განაცხადა გამყრელიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.