203 გამოჯანმრთელებული პაციენტი - კორონავირუსის სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 23-ით
გაიზარდა და საერთო ჯამში უკვე 207 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინშია 5 320 ადამიანი, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566
შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6
გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.