„ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც იყო“ - ნათია თურნავა
გვაქვს შანსი, რომ საქართველო წლის დასასრულიდან გახდეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფებს სხვა ქვეყნებთან- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის მხარდამჭერი გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმისთვის სპეციფიურ ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს, რადგან შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ტურიზმს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება. თურნავას განცხადებით, ქართული ტურიზმის ინდუსტრია პანდემიის შემდგომი მოთხოვნების მიმართ უნდა შემზადდეს, იმიტომ, რომ „ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც იყო“.

„ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ის ინდუსტრია, რომელსაც დღეს სჭირდება შველა, გვერდში დგომა. ტურიზმი დღემდე იყო ძალიან დიდი სიკეთის შემომტანი ჩვენს ეკონომიკაში, ძალიან დიდი დამსაქმებელი, მთლიანად საქართველოს ედგა გვერდში და ახლა ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება მას. თუკი სხვა ბიზნესები უფრო მალე ამოიქოქება, ტურიზმში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ერთნაირად ვერ დაძლევს პანდემიას და ჯერ კიდევ იქნება შეზღუდვები, განსხვავებული სირთულე არსებობს. სწორედ ამიტომ, პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმისთვის ვამზადებთ სპეციფიურ ანტიკრიზისულ გეგმას, განსხვავებულ ანტიკრიზისულ გეგმას. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცა ტურიზმის ინდუსტრიასთან, ეს არაა მხოლოდ სასტუმროები, ეს არის ძალიან დიდი სეგმენტი გიდების, რომლებსაც დღეს ძალიან გაუჭირდათ, ეს არის ძალიან დიდი სეგმენტი ტურ-ოპერატორების, სატრანსპორტო კომპანიების, რომლებიც ტურისტების სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში ტარებით იყო დაკავებული, ამიტომ მათ სჭირდებათ განსახვავებული გეგმა და მაშინ ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველო წლის დასასრულიდან გახდეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი. ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორიც იყო, ახალი მოთხოვნები დაისმება ტურიზმის მიმართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია შევამზადოთ პოსტკორონა პერიოდის მოთხოვნების მიმართ. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა მაგრამ ჩვენ გვმართებს განსაკუთებული შრომა. ეს გეგმა მუშავდება და მთავრობაში შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი, ჩვენი ტურისტული სექტორისთვის“- განაცხადა თურნავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.