მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეორე ფაზის მიხედვით, დაქირავებით
დასაქმებულების ნაწილი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, 2020 წლის 1-ლი მაისიდან 6 თვის
განმავლობაში, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან
თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან
დასაქმებულები და ამ 6-თვიან პერიოდში, თითოეულ თვეში მათი ხელფასი არ
აღემატება 1500 ლარს.
აღნიშნული შეღავათის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური
ხარჯები და ჰქონდეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი
შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები;
დამსაქმებელი მოიცავს ყველა ტიპის საწარმოს, მათ შორის, კომპანიებს,
საწარმოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე მეწარმე ფიზიკურ
პირებს, რომლებსაც დაქირავებული ჰყავთ ფიზიკური პირები, მათი
შესრულებული სამუშაოების შესაბამისად უხდიან ხელფასს და ამავდროულად,
იხდიან საშემოსავლო გადასახადს.
შეღავათით ისარგებლებენ მხოლოდ კერძო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციები
და აღნიშნული შეღავათი არ გავრცელდება საჯარო სექტორში არსებულ
ორგანიზაციებზე.
საჯარო სექტორი, ვინც ვერ ისარგებლებს შეღავათით მოიცავს:
- ყველა სამინისტროს;
- სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს -
სსიპ-ებს (მათ
- შორის საჯარო სკოლები, თეატრები, ანსამბლები და მუზეუმები) და
არაკომერციულ
- (არამომგებიან) იურიდიულ პირებს - ა(ა)იპ;
- მუნიციპალურ სამსახურებს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ
სსიპ-ებს და ა(ა)იპებს (მათ შორის საბავშვო ბაღები, ანსამბლები,
სპორტული კლუბები და სხვა);
- სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ნებისმიერ
სამსახურებს;
- სახელმწიფო საწარმოებს, რაც მოიცავს - სახელმწიფოს, ავტონომიური
რესპუბლიკის და
- მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, სადაც
სახელმწიფოს, ავტონომიური
- რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტების წილი შეადგენს 50%-ზე მეტს.
ასევე, ამ საწარმოების
- შვილობილ საწარმოებს, თუ მათი წილი შეადგენს 50%-ზე მეტს;
- ეროვნულ ბანკს;
- ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს;