ევროკავშირში მოგზაურებისთვის შესაძლოა, COVID პასპორტები გაიცეს
ევროკავშირის 27 ქვეყანა მოგზაურებისთვის ე.წ. COVID პასპორტების
გაცემის საკითხზე მსჯელობს.
როგორც გამოცემა The sun-ი წერს, აღნიშნული საკითხი ევროკავშრის
სახელმწიფოების ტურიზმის მინისტრებმა ვიდეოკონფერენციაზე
განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ხორვატიის
ტურიზმის მინისტრმა, გარი კაპელიმ განაცხადა, რომ COVID პასპორტი
ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს.
„რამდენიმე დასკვნამდე მივედით და გადავწყვიტეთ კრიზისიდან
გამოსვლის საერთო გეგმა შევიმუშაოთ. კერძოდ, ეს ითვალისწინებს
ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი პროტოკოლების
შექმნას.მინისტრები შევთანხმდით, რომ უნდა შეიქმნას საერთო დოკუმენტი,
რომელსაც პირობითად ვუწოდებთ COVID პასპორტს. ის ევროკავშირის მთელ
ტერიტორიაზე იმოქმედებს“– აღნიშნა კაპელიმ.
პასპორტის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ იმ ქვეყნების მოქალაქეებმა,
სადაც კოროვირუსული პანდემია შემცირდა, შეუძლიათ კვლავ იმოგზაურონ
ევროპაში.
თავის მხრივ, ხორვატია მაისის ბოლოს მზად არის ნაწილობრივ გახსნას
საზღვრები ზოგიერთი ქვეყნის ტურისტებისთვის. ხორვატების პოზიციას
მხარი დაუჭირა ჩეხეთის რესპუბლიკამ, სადაც დაინტერესებულები არიან
საზღვრების ეტაპობრივად გახსნასა და ტურისტების მიღებაში. ამასთან,
უცხოელ ტურისტებზეა დამოკიდებული იტალიისა და ესპანეთის ეკონომიკაც,
შესაბამისად, ეს ქვეყნებიც ევროპული ტურიზმის აღდგენის საერთო გეგმაში
პოტენციურ მონაწილეებად განიხილებიან.
შეგახსენებთ, რომ კოროვირუსული პანდემიის გამო, 17 მარტს, ევროპამ
ტურისტებისთვის საკუთარი საზღვრები დახურა.