ახალციხის ცხელების ცენტრის 22 თანამშრომელს კორონავირუსზე ანალიზი აუღეს
ინფორმაციას,ამის შესახებ ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი"
ავრცელებს.ახალციხის ცხელების ცენტრის 22 თანამშრომელი თვითიზოლაციაში
იმყოფება. მედპერსონალის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში
უკვე გაგზავნილია. პასუხები დღეს, 28 აპრილს გვიან ღამით გახდება
ცნობილი.
ჯამში, კლინიკა "იმედში" 40 ანალიზის პასუხს ელოდებიან.
კლინიკის მენეჯერი გიორგი ბარძიმაძე აცხადებს, რომ ,,ეს
კოვიდ19-ის პროგრამის თანამდევი პროცესია და იმ
კლასტერს, ვინც ამ პერიოდში მუშაობდა,
ყველას ტესტირება ჩაუტარდება".
შეგახსენებთ,რომ ახალციხეში, კორონავირუსი კარანტინიდან ცხელების
ცენტრში გადაყვანილ ერთ პირს 25 აპრილს დაუდასტურდა.