წითელი ჯვრის დახმარება ცემში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს
17:24 / 28.04.2020
ხანდაზმულთა დახმარების პარალელურად,
საქართველოს წითელი ჯვრის ბორჯომის ფილიალი, სოფელ ცემში ხანძრის
შედეგად დაზარალებულ ოჯახსაც ესტუმრა.თვალავაძეების 4 სულიან ოჯახს,
რომელიც ღია ცის ქვეშ დარჩა, პირველადი მოხმარების პროდუქტი გადაეცა.
სურსათი და ჰიგიენური მოხმარების საშუალებები მოქალაქეების მიერ
შეგროვდა.
კორონავირუსის პანდემიის დროს, წითელი ჯვრის აქციაში, რომელიც
მოხუცების (70 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების) დახმარებას
ითვალისწინებს, მოქალაქეები აქტიურად იჩენენ სოციალურ
პასუხისმგებლობას და შეძენილ პროდუქციას ტოვებენ გამოყოფილ
ადგილას.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის, მოქალაქეების სოციალური
პასუხისმგებლობის და მოხალისეების აქტიური ჩართულობით, მოხერხდა ბევრი
ოჯახის დახმარება და გახარება. ბორჯომის ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში
მოწყობილი წითელი ჯვრის კუთხე, სხვადასხვა პროდუქციით მალევე
იტვირთებოდა.
გარდა ამისა, წითელი ჯვრის მოხალისეები ასევე ეხმარებოდნენ
ბორჯომის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრს და
სუპერმარკეტებს რიგების დარეგულირებაშიც. ვრცლად ნახეთ
სიუჟეტში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.