ახალი ამბები
დასაქმებულ პირებზე მთავრობის 200- ლარიანი დახმარების გაცემა მაისიდან დაიწყება
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, დასაქმებულ პირებზე მთავრობის 200- ლარიანი დახმარების გაცემა მაისიდან დაიწყება. მინისტრის მოადგილემ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განმარტა, რომ 6 თვის განმავლობაში 200 - ლარიან დახმარებას ის დასაქმებულები მიიღებენ, ვინც 2020 წლის პირველ სამ თვეში შემოსავალს იღებდნენ და აპრილიდან ხელფასის გარეშე დარჩნენ.

„მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი კომპენსაციების გაცემა უკვე აპრილის თვეში შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილ პირთათვის. კომპენსაციის მიღება შეეძლებათ დაქირავებულებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში, ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და შემდგომ თვეებში ვეღარ იღებენ შრომის ანაზღაურებას. ამის შესახებ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს დამქირავებელი წარუდგენს. კომპენსაციის ოდენობას რაც შეეხება, 1200 ლარის გაცემა განხორციელდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარის ოდენობით.

მარტივია კომპენსაციის მოთხოვნა. დამქირავებელი ყოველი თვის 15 რიცხვამდე და სასურველია ეს იყოს საშემოსავლო დეკლარაციასთან ერთად, ელექტრონულად გადამხდელის პირადი გვერდის გამოყენებით rs.ge- ზე დადგენილი ფორმით წარმოადგენს იმ პირთა სიას, რომლებზეც ხელფასი გაცემულია 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც და შემდეგ თვეებში აღარ აუღიათ ხელფასი“
,-აღნიშნა ხუციშვილმა.

რაც შეეხება დამსაქმებლების მიერ წარსადგენ ინფორმაციას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს იქნება დაქირავებულის პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია და საბანკო რეკვიზიტები.

„კომპენსაციის გაცემის წესს რაც შეეხება, ყოველი თვის 20 რიცხვამდე დამსაქმებელი მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მოხდება შემოსავლების სამსახურში ერთიანი ბაზის ფორმირება და გადაეგზავნება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საიდანაც მოხდება უშუალოდ თანხების ჩარიცხვა“-განაცხადა ხუციშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.