28 აპრილს, დანიის სამეფოდან კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით რეისს
შეასრულებს ავიაკომპანია Georgian Airways, რომელიც დანიაში და
სკანდინავიის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში
დააბრუნებს.
მათივე ცნობით:
"აღნიშნული რეისი საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება.
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩართულობით საკრუინგო კომპანია
Elvictor Crew Management Service-ის ორგანიზებით, ქართველი
მეზღვაურები Georgian Airways-ის სპეციალური რეისით საქართველოდან
კოპენჰაგენში გაემგზავრებიან. ამავე რეისით, დანიაში და
სკანდინავის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში
დაბრუნდებიან. საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების
ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან,
მათ შორის, ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან,
აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან,
თელ-ავივიდან, ბარსელონადან და ა.შ.“ - ნათქვამია
ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით
საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო
გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8,372 მოქალაქე. ამასთანავე, გუშინ
განხორციელდა ვარშავა-თბილისის რეისი, რომლითაც სამშობლოში
საქართველოს 181 მოქალაქე დაბრუნდა.
ცნობისთვის, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული
ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების
განხორციელება:
- 30 აპრილი - მადრიდი-თბილისი;
- 2 მაისი - პრაღა-თბილისი;
- 5 მაისი - ათენი-თბილისი;
- 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი;
- 9 მაისი -ბერლინი-თბილისი.