კორონავირუსისგან 156 პაციენტი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 156 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინშია 5107
ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 534 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511
შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6
გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.