ხელისუფლებას დამაჯერებლობა აკლდა. მთლად ეკლესიას ნუ დავდებთ ბრალს. - მეუფე გრიგოლი
თავის დროზე, რომ ყოფილიყო მეტი ურთიერთგაგება საპატრიარქოსა და
ხელისუფლებას შორის, აკრძალვების გამკაცრება აუცილებელი არ გახდებოდა.
- ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ფოთის
საკეთედრო ტაძარში გარდამოხსნის წესის შესრულების შემდეგ განაცხადა.
მეუფე გრიგოლის თქმით,
,,ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ ეპარქიები ადგილზე ღებულობენ
გადაწყვეტილებას. ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ ტაძრებს, სამრევლოებს
თბილისში, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ მრევლთან ისაუბრეს და მრევლმა
გაიგო მათი თხოვნისა და ისინი იქნებიან სახლში, მოძღვარი იქნება
ტაძარში და ასე დისტანცირებულად ყველანი ერთად ილოცებენ, არის ასეთი
შემთხვევებიც. ანუ ფაქტი სახეზეა, რომ თითოეული სასულიერო პირი -
მღვდელმთავარი იქნება, თუ მღვდელი, თავის თავზე იღებენ
გადაწყვეტილების უფლებას იმ საგანგებო ვითარებაში, როცა რეალურად
პასუხისმგებელი კონკრეტული შემთხვევისთვის არ ჩანს", - აღნიშნა მეუფე
გრიგოლმა.
,,რაც შეეხება მდგომარეობის გამკაცრებას, ალბათ ურთიერთკავშირშია. მე
მგონია, რომ ყოფილიყო, ალბათ, მეტი ურთიერთგაგება თავის დროზე ამ
პრობლემის დასაწყისში, შეიძლება, არც ყოფილიყო აკრძალვების
გამკაცრება. მე, ფაქტია, მანამდეც ვისმენდი სპეციალისტების და
ხელისუფლების გამონათქვამებს, რომ მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ერთი
რამ ცხადია, როდესაც, თუნდაც საპატრიარქოში მოდიოდნენ და უწმინდესობას
ეუბნებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ან , პირადად მე, როცა
მქონდა შემთხვევა და საშუალება შეხვედრას დავსწრებოდი, იცით იმდენად
დიდი მოწიწებით და პატივისცემით საუბრობდნენ ამ პრობლემებზე?
დამაჯერებლობა აკლდათ. ხელისუფლებას დამაჯერებლობა აკლდა. მთლად
ეკლესიას ნუ დავდებთ ბრალს." - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.