თბილისის გამოსასვლელებში ავტომანქანების სიმრავლეა. მოქალაქეების
ნაკადი უკვე დედაქალაქიდან რეგიონებისაკენ მიემართება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში,
რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დღეს 21 საათიდან 10 დღით ყველა სახის
ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.
დაწესდება თუ არა დამატებითი სახის შეზღუდვები, რეგიონის სხვა
დასახლებულ პუნქტებში ჯერჯერობით უცნობია.