კორონავირუსისგან 67 პაციენტი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსისგან 67 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 401 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252
შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3
გარდაიცვალა.