კორონავირუსისგან 60 პაციენტი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსისგან 60 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი,
ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 242
შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 60 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3
გარდაიცვალა.