კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 242-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 9-ით
გაიზარდა და 242 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ
შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის
განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ - 370 პირი.
ინფორმაციისთვის, 242 ადამიანიდან 57 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3
გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია
საქართველოს 3 მოქალაქე.