ახალი ამბები
"არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის"- ზურაბ გურიელიძე
"ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ძალიან ხშირად, სიმართლეს არ შეესაბამება" - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსთან მიმართებით ცხოველებზე განსაკუთრებული რეკომენდაციები არ გაცემულა.

დაფიქსირებულია ერთადერთი ფაქტი, როდესაც ადამიანიდან ცხოველზე გადავიდა კორონავირუსი, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვი, რომელსაც გადაედო მომვლელისაგან. სხვა არანაირი ინფორმაცია ცხოველებზე გადადების შესახებ არ არის. ითვლება, რომ ეს ვირუსი ცხოველებზე არ გადადის. ეს ერთადერთი შემთხვევა არის გამონაკლისი და არ შეიძლება გახდეს დასკვნების გამოტანის საბაბი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ ყოფილა არც ერთი დადასტურებული ფაქტი იმისა, რომ ცხოველიდან გადასულიყო ადამიანზე. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული ზომები კორონავირუსთან მიმართებაში ცხოველებთან ურთიერთობისას საჭირო არ არის. შეგვიძლია ჩვეულებრივ გავაგრძელოთ ცხოველებთან ურთიერთობა. ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ძალიან ხშირად, სიმართლეს არ შეესაბამება. იყო ინფორმაციები, რომ ბელგიაში კატას გადაედო, ჰონგ-კონგში ძაღლს, არც ერთი ინფორმაცია სიმართლე არ არის“
- განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ამჟამად თბილისის ზოოპარკი დაკეტილია და გაიხსნება კარანტინის დასრულების შემდეგ.

ზოოპარკი დახურული რომ არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოოპარკის თანამშრომლები არ მუშაობენ. თანამშრომლების ის ნაწილი, რომელსაც უშუალო შეხება არ აქვს ცხოველის მოვლასთან, მუშაობენ სახლებიდან. დანარჩენი ყველა, ვისაც ცხოველებთან შეხება აქვს, ეს გახლავთ მომვლელები, ვეტერინარები, დირექცია - ისინი ყოველდღიურად აგრძელებენ მუშაობას. უსაფრთოების ზომებს ვიცავთ, მაგრამ ვიცავთ ადამიანების მიმართ. ცხოველებთან უსაფრთხოებისთვის არანაირი დამატებითი რეკომენდაცია მიღებული არ არის. ყოველდღიური კავშირი გვაქვს ჩვენ ევროპის ზოოპარკების ასოციაციასთან, რომელიც ამ მიმართულებით გვაწვდის ინფორმაციას. რა უსაფრთხოების ზომებიცაა დადგენილი, ჩვეულებრივად ვიცავთ - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.