მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გაფართოვდა იმ ეკონომიკური
საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში,
შესაბამისი პირობებით, არ ეზღუდება ფუნქციონირება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩამონათვალს დაემატა - საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები. ჯამში, მთავრობის გადაწყვეტილებით,
დაშვებულია შემდეგი 35 ეკონომიკური საქმიანობა:
- სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება,
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე
მიწოდება/რეალიზაცია,
- შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს
მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
- სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის
მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
- სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე
სუბიექტებისთვის);
- საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე
სუბიექტებისთვის);
- თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა
სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა);
- სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით
უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო
მიზნებისთვის);
- სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო,
საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული
მომსახურებები;
- სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების
წარმოება და საბითუმო რეალიზაცია;
- პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების,
სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების
წარმოება/მიწოდება;
- ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა;
- სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის
საქმიანობები;
- საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
- საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა);
- ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული
კომუნიკაციები;
- IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების
სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად);
- საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს
პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად);
- სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა
(დისტანციურად);
- ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული
საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის
ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები;
- სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა
(დისტანციურად);
- სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო
საქმიანობები;
- საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად);
- საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა
საკითხებში (დისტანციურად);
- არქიტექტურული საქმიანობები
(დისტანციურად);
- იურიდიული მომსახურება (დისტანციურად);
- შენობების საერთო დასუფთავება და
დეზინფექცია;
- დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული
საქმიანობები;
- სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური
მომსახურება;
- 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა
სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის
მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები);
- არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად);
- ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება,
მორწყვა, მოვლა);
- ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული
მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით
(დისტანციურად);
- ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით
(დისტანციურად);
- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ
შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტი;
- საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები.