ახალი ამბები
ბორჯომის აგრარულ ბაზარს, სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ შეამოწმებს
ბორჯომის აგრარული ბაზარი ჯერ კიდევ არ გახსნილა. სავაჭრო ობიექტს, სურსათის ეროვნული სააგენტო დღის ბოლომდე კიდევ ერთხელ შეამოწმებს და ადგილზე ნახავს გაითვალისწინეს თუ არა მიღებული რეკომენდაციები ბაზარში. ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ამბობს, რომ წვრილმანი შენიშვნები ჰქონდათ, რომელიც გამოსწორებადია. დავით ზაალიშვილის თქმით, აგრარული ბაზარი სწორედ მას შემდეგ გაიხსნება, როდესაც სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს რეკომენდაციას.

"ბაზარში ყველაფერი მოწესრიგებულია, უბრალოდ ელოდებიან რომ სააგენტო კიდევ ჩამოვიდეს და დასკვნა დადოს. კიდევ ერთხელ უნდა შეამოწმონ, რომ ბაზარი ნამდვილად აკმაყოფილებს რეკომენდაციებს და შეუძლია გაიხსნას. დღეს არის ბოლო დღე, როცა უნდა ჩამოვიდნენ და ხელახლა შეამოწმონ და დღის ბოლომდე დასკვნაც დადონ, რომ დღეს გვიან ან ხვალ უკვე ბაზარი გაიხსნას. შემდგომში კი ყოველდღიურად იქნება შემოწმებები, როგორ ასრულებენ რეკომენდაციებს.

ძირითადად რა სახის რეკომენდაციები გასცეს, რომ გამოესწორებინათ?

ძირითადად, ელემენტარული საკითხები იყო. შესასვლელი რომ უნდა ეწეროს, ასევე გასასვლელი რომ უნდა ეწეროს და ძირითადად ასეთი სახის დეტალები იყო, ასე ვთქვათ წვრილმანები" - განაცხადა ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა.

ტელეკომპანია "ბორჯომი" ბაზრის დირექტორსაც დაუკავშირდა. გია მელიქიძის თქმით, მიმდინარეობს მიღებული შენიშვნების საფუძველზე მდგომარეობის გამოსწორება და მისი თქმით, სავაჭრო ობიექტი მზად არის ხელახალი შემოწმებისთვის.

შეგახსენებთ, ბორჯომის აგრარული ბაზარი, რომელიც 8 აპრილს დაიკეტა, დაანონსებული იყო რომ სავაჭრო ობიექტი გუშინ, 10 აპრილს უნდა გახსნილიყო. მანამდე, ბაზარში დეზინდექცია უნდა ჩატარებულიყო. შესაბამისი ხსნარებით, შენობა დამუშავდა, თუმცა 10 აპრილს სავაჭრო ობიექტი არ გაიხსნა, რადგან გუშინ შენობა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეამოწმეს და გარკვეული მითითებები მისცეს.

შესაბამისად, დღეს, ხელახალი შემოწმების და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის შემდეგ გადაწყდება - გაიხსნება თუ არა ბორჯომის აგრარული ბაზარი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.