ხვალ და ზეგ საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
11-12 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს
ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა
დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 აპრილიდან კი გამოიდარებს
და შედარებით დათბება.