კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
234-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ
სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4908 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 429 პირი.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 234 ადამიანიდან
54 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.