"შესაძლოა ზომები ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს" - გიორგი გახარია
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ვითარებას აკვირდება და
შესაძლოა, ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება არა ცალკეულ რეგიონებს,
არამედ მთელ ქვეყანას შეეხოს.
„ჩვენ ველოდებით ჯერ საბოლოო ტესტირებების შედეგებს ლენტეხის
კლასტერიდან. თუმცა, უკვე ისიც უნდა შევამჩნიოთ, რომ ქვეყანაში
რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება. ეს გასათვალისწინებელია.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწვეტილება
ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების
ნაწილში იმიტომ, რომ ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი,
სერიოზული კლასტერია მარნეული და ბოლნისი, ახლა ლენტეხი გაჩნდა, ასევე
რამდენიმე შემთხვევაა სამეგრელოში, ბათუმში. ვნახოთ, რა შედეგები
გვექნება დღის ბოლოსთვის“- განაცხადა გორგი გახარიამ.